პროექტის სახელი : ძველი თბილისი
პროექტის მოკლე აღწერა : ძველი თბილისი - აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავი.
პროექტის სრული აღწერა : XIX საუკუნის II ნახევრიდან თბილისი საკმაოდ მრავალფეროვანი და პოლიეთნიკური იყო. ჩამოსულ სტუმრებს აოცებდათ მისი ევროპულობაც და აზიურობაც. აქ ერთმანეთის გვერდით იდგა მართლმადიდებლური ტაძარი, გრიგორიანული ეკლესია, ებრაული სინაგოგა და მაჰმადიანური მეჩეთი. იმ პერიოდის ფოლკლორიც ერთგვარი ნაზავია სხვადასხვა ეროვნული ინტონაციის. მასში აშკარად შეიგრძნობა ქართულ - სომხურ , ქართულ -რუსულ და ქართულ -აზერბაიჯანულ კულტურათა კავშირი.. ძველმა თბილისმა წარმოშვა ყარაჩოღელი, კინტო, აშუღი. მრავალი ქართველი ხელოვანი მუდამ გამოხატავდა პატივისცემას თავისი შემოქმედებით დედაქალაქის მიმართ.ზოგმა ლექსი მიუძღვნა, ზოგი სიმღერით მიეფერა, ზოგმა კი ნახატში ჩააქსოვა თავისი სითბო და სიყვარული. „ ქალაქური სიმღერა,“ „ბაღდადური,“ „მეარღნე“ და არღანი - ყველაფერ ამის სამშობლო „ძველი თბილისია.“
პროექტის მიზანი : მოსწავლეები შეისწავლიან XIX საუკუნის II ნახევარს, „იმოგზაურებენ დროში“, გააცოცხლებენ „ ძველი ტფილისის“ სურათებს ,წამოწევენ პრობლემურ საკითხებს. (მაგ:მაჭანკლობა, მზითვი, ქალის არჩევა აბანოში და ა. შ. ) და გამოუმუშავდებათ წარსულის პატივისცემა.
მონაწილეთა ასაკი: 14 –15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოიძიებენ ინფორმაციას ი. გრიშაშვილის, ი. ნონეშვილის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, ნ. ფიროსმანის, იეთიმ გურჯის, საიათნოვას შემოქმედების შესახებ. გაეცნობიან მათ ნამუშევრებს, გამოხატავენ დამოკიდებულებას და შექმნიან რესურსებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, საწერი კალმები და ფურცლები, კინო -ფილმები „რაც გინახავს ვეარ ნახავ“ და „ქეთო და კოტე“.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : პრეზენტაცია, დისკუსია.
სამუშაო ენა: ქართული.
კავშირი სხვა საგნებთან: ქართული ენა და ლიტერატურა,ხელოვნება,ისტორია, მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი .რუსუდან საზანდრიშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: rsazandrishvili1@gmail.com
პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი: http://rsazandrishvili1.blogspot.com/
No comments:
Post a Comment